19 ივლისს, 11:00 CISI („ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“) პროექტის გუნდი ხვდება თბილისში არსებული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს. შეხვედრის მიზანია კოლეგებს გააცნონ პროექტის ფარგლებში მომზადებული სასწავლო კურსები და დაინტერესებულ პროგრამებს დაეხმარონ მათთვის საინტერესო კურსების დანერგვაში.
20 ივლისს, 11:00 საათზე კი პროექტის გუნდი ხვდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და იმსჯელებენ უმაღლესი განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების შესახებ.